• საქართველოს საავტომობილო პარკის პრობლემების დეტალური კვლევა, თემატური დამუშავება და რეკომენდაციების წარდგენა დაინტერესებული ორგანიზაციებისთვის; მოძველებული ავტოპარკის განახლების სტრატეგიის შემუშავება;
  • „მწვანე ტრანსპორტის“ განვითარების სტრატეგიისა და კონცეფციის შემუშავება;
  • ავტოტრანსპორტის ნეგატიური ზეგავლენის (გამონაბოლქვი, ხმაური და სხვა) შესწავლა გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე, მავნე ზემოქმედების მინიმიზაციისთვის წინადადებების მომზადება;
  • ავტომაგისტრალებზე შექმნილი ეკოლოგიური ვითარების შესწავლა; ამ ვითარებით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური ზარალის შეფასება მეცნიერული მეთოდიკის გამოყენებით;
  • მოძრაობისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების სამედიცინო ასპექტების შესწავლა; მძღოლების პროფესიული ვარგისიანობის დადგენა ფსიქო-ფიზიოლოგიური კრიტერიუმების გამოყენებით;
  • პროფესიული, მათ შორის, სპეციალური დანიშნულების სატრანსპორტო საშუალებების მძღოლთა, პოლიციის თანამშრომლების, აგრეთვე მოძრაობის ორგანიზაციისა და მართვის სფეროში მომუშავე სპეციალისტებისა და ექსპერტების კვალიფიკაციის ამაღლება;
  • სატრანსპორტო ორგანიზაციებისა და კომპანიების მძღოლების მომზადება სპეციალური სასწავლო კურსით (ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებული პროგრამებით) მოძრაობისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების კუთხით;
  • ბავშვთა საგზაო უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავება, მოიცავს საგზაო-ინფრასტრუქტურულ შეთავაზებებსა (სკოლის ზონის ორგანიზება) და სკოლამდელი/სკოლის ასაკის ბავშვებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამების შექმნას;